
რა არის მედიაცია და რისთვის გვჭირდება ის? მედიაცია ხშირად მოიაზრება, როგორც ,,მოსამზადებელი“, საწყისი და სასინჯი სტადია სასამართლო ან საარბიტრაჟო პროცესის წინ. ,,მედიაცია არის კონფლიქტის მოგვარების ალტერნატიულ საშუალება, რომლის თანახმადაც, ნეიტრალური მესამე პირი ეხმარება მხარეებს შეთანხმების მიღწევაში.“ (Guillemin, New York,2006) მას განიხილავენ, როგორც სასამართლოს ალტერნატივას, თუმცა, აქვე უნდა აღვნიშნო, რომ, სამწუხაროდ, მედიაცია დიდი პოპულარობით არ სარგებლობს საქართველოში და მხარეები დავის გადასაწყვეტად სასამართლო სისტემას ამჯობინებენ. აღნიშნული კი, ჩემი აზრით, გამოწვეულია მედიაციის შესახებ ინფორმირებულობის ნაკლებობით, თუმცა აღნიშნული პრობლემა ჩემი ნაშრომის განხილვის მიზანს არ წარმოადგენს და დავუბრუნდეთ ისევ მედიაციის არსსა და მიზანს. მედიაცია წარმოადგენს სპეციალური ცოდნით აღჭურვილი მესამე პირის მიერ წარმოებულ მოლაპარაკებების ტექნიკას. მოლაპარაკება ძალიან დიდ როლს თამაშობს კონფლიქტის მოგვარებაში, რადგან მხარეებმა ...